გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ქუჩის აქციებზე: ზოგი ჭირი მარგებელია

26-11-2019

„იმ ორი კვირის განმავლობაში, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი განშტოებებით, საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც ანტიეროვნულმა, ანტისახელმწიფოებრივმა, ანტიეკლესიურმა პოლიტიკურმა ძალამ და ამის კულმინაცია იყო შტურმი ეკლესიაზე. ეს შტურმი ხორციელდებოდა სხვადასხვა საშუალებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული მედიასაშუალებებისა და აქტივისტების გამოყენებით. ნათქვამია ზოგი ჭირი მარგებელია და ამ სირთულეების ფონზე, რაც იყო გასული ორი კვირის განმავლობაში, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე, რომელიც ხორციელდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თუმცა, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა და როგორც აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული ეროვნულ იდენტობასთან.

კობახიძის თქმითვე, გასული ორი კვირა იყო ლუსტრაციის გაგრძელების ორი კვირა.

"ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად ლუსტრირებული ოპოზიცია. ერთ მხარეს იდგნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მეორე მხარეს უწოდებს რუსეთის აგენტებს, პრორუსებს და მეორე მხარეს იდგნენ ძალები, რომლებსაც ის მხარე უწოდებს ძალადობრივ და დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიას. ეს ორი ძალა იდგა ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ. ამაზე უკეთეს ლუსტრაციას ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვინატრებდით. ოპოზიციამ საკუთარი თავი წარმოაჩინა როგორც აბსოლუტურად დესტრუქციულ და უნიათო ძალად. ასეთი უნიათო და დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია და იმედია, მომავალშიც არ ეყოლება. ჩვენ მათი წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ. სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო და ხელისუფლებაც იმოქმედებს ისე, როგორც ჰმართებს ხელისუფლებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დაწყებულია მარგინალური და დესტრუქციული ოპოზიციის სრული მარგინალიზაციის პროცესი, რომელიც პროცესი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება.

„დაწუნებული ვარ ეს პროცესი საბოლოოდ, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით და ეროვნულ და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ოპოზიციის ჩამოყალიბებით დასრულდება. ვფიქრობ, ეს პროცესი შეუქცევადია. დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც დღეს არ ზის არც ერთი ნაციონალი, სხდომათა დარბაზში ასევე, არ იჯდება არც ერთი ნაციონალი არც შემდეგ პარლამენტში და მათ ადგილს დაიკავებენ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, ეროვნულ და დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, ამ ფასეულობების მატარებელი პარტიები და მათი წარმომადგენლები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც მისი შეფასებით, ამ დღეების განმავლობაში სახელმწიფო ჰუმანურ და ძლიერ სახელმწიფოდ წარმოაჩინეს და ასევე საზოგადოებას, რომელიც სწორად აფასებს მოვლენებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, რომელიც სწორად აფასებს მოვლენებს, სწორად ხედავს ყველაფერს და სწორედ, ეს არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარების პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930