გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველ მეზღვაურებს ბრაზილიისა და გერმანიის დროშით მცურავ 4 000-მდე გემზე დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ

26-11-2019

„ქართველი მეზღვაურების დასაქმება სხვადასხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ჩვენი მთავარი ინტერესი და პრინციპული საკითხია, რომელზეც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ვამახვილებთ ყურადღებას“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ასამბლეის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა, ასევე დაგეგმილია შეხვედრა IMO-ს გენერალურ დირექტორთან კიტაკ ლიმთან.

„გამოცდილ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეზღვაურებზე გლობალურად დიდი საჭიროებაა, ხოლო საქართველო არის ქვეყანა, რომლის მამაცი, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი მეზღვაურები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადნი არიან. აქედან გამომდინარე, შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება ამაზე და გვინდა, კონკრეტულ ქვეყნებთან კონკრეტულ შეთანხმებებს მივაღწიოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ასამბლეის ფარგლებში ხელი მოეწერა ბრაზილიასთან მემორანდუმს, რაც ქართველ მეზღვაურებს 900-მდე გემზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

მისივე თქმით, ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს გერმანიის საზღვაო უწყებასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს 3000-ზე მეტ გემზე დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.

„დასაქმება, მათ შორის მეზღვაურების, ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი პრიორიტეტია“, - დასძინა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930