გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დაამტკიცეს

26-11-2019

პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დაამტკიცეს.

81 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გახდა.

81 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს გიორგი კახიანი. ვინაიდან გიორგი კახიანი  პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა, მას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეობის უფლებამოსილება შეუწყდა.

80 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი, მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გია ვოლსკი პირველი ვიცე-სპიკერი გახდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია ვაკანტური გახდა. უმრავლესობამ ამ პოზიციაზე კახა კუჭავა წარადგინა. კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ წარდგენის შესახებ დადგენილების პროექტს კენჭს ხვალ უყრიან.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031