გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტრამპს სურს საკუთარმა სიძემ და ქალიშვილმა მისი ადმინისტრაცია დატოვონ

2-03-2018

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ მისი შვილი ივანკა ტრამპი და სიძე ჯარედ კუშნერი პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა დატოვონ.

თუმცა პირად საუბრებში ტრამპი მათ პირიქით ეუბნება, რომ უნდა დარჩნენ.


ამის შესახებ New York Times წყაროზე დაყრდნობით წერს.


გაზეთის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპის მრჩეველთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ივანკა და მისი მეუღლე თეთრ სახლში თანამდებობებს ინარჩუნებენ.


„მრჩეველთა მეორე ნაწილი აღნიშნეს, რომ ტრამპმა წყვილს უთხრა, რომ ამდმინისტრაციაში საქმიანობა უნდა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, რომ ადრე თვითონ სთხოვა აპარატის ხელმძღვანელს ისინი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა“,- წერს გამოცემა.


გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი სიძით იმედგაცრუებულია და მას როგორც „ტვირთს“ უყურებს.


გარდა ამისა გაზეთი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის შევილები ფიქრობენ, რომ ადმინისტრაციის უფროსი ჯონ კელი თეთრ სახლში მათ ყოფნას მტრულად უყურებს.


მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი სიძით იმ აჟიოტაჟის გამოა უკმაყოფილო, რაც მედიაშია ატეხილი, რომელიც უკავშირდება კუშნერის კომპანიას და თეთრ სახლში საიდუმლო მასალებთან მის წვდომას.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930