27-11-2019
"ჩვენ ევროპული, დემოკრატიული ინსტიტუტების შენების მიმართულებით ტემპები უნდა დავაჩქაროთ. რაც შეეხება დემოკრატიულ აღმშენებლობას, ვახერხებთ და კანონის ჩარჩოებში ვაქცევთ მათ ქმედებას. ამით რა თქმა უნდა საზოგადოება უფრო სწრაფად განვითარდება და ამ ფონზე, რა თქმა უნდა ოპოზიციის წევრები აზარალებენ ბევრს, ქვეყნის განვითარებას აფერხებენ, გარეთ იმიჯს ულახავენ და ცდილობენ ეს ყველანაირად, ყველა გზით გააკეთონ"-ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"ნახეთ მთელი ძველი სამეგობრო წამოწიეს რაც ყავდათ და დღეში ერთი ან ორი კაცი აკეთებს განცხადებებს. ლამის არის ტრამპს მოთხოვეს ვიღაცებმა, გამოვიდნენ და უშველოსო... რას უნდა უშველოს, ვის უნდა უშველოს.
არცერთი პოლიტიკური პარტია არ არსებობს, რომ მსგავსი არ მოსვლოდეს. არაფერი არ მომხდარა, არანაირი კანონი არ დაურღვევია "ქართულ ოცნებას" . არაფერი არ მომხდარა, საკუთარი თავი დააზიანა და თუ ამომრჩეველი ამაზე გაღიზიანებულია, არჩევნებში მიიღებს ამაზე პასუხს. მორჩა თემა. ნახეთ როგორ ცდილობენ ეს აიყვანონ სადღაც და წაიღონ, რომ რაღაც საშინელება მოხდა საქართველოში და უხმობენ ყველას, რომ დაგმონ და გაანადგურონ, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავს და მომავალს ინადგურებენ.
მე ელჩებს არაერთხელ შევხვდი და კითხვაც არ აქვს არავის, რომ ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ და რამე ისეთი გავაკეთეთ"-განაცხადა ივანიშვილმა.