გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის ვიცესპიკერად კახა კუჭავა აირჩიეს

28-11-2019

პარლამენტის ვიცესპიკერად უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა აირჩიეს. მის კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამასთან, ამავე დადგენილებით, მას ვადაზე ადრე შეუწყდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება.

გარდა ამისა, პარლამენტმა 81 ხმით მხარი დაუჭირა უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას. მანამდე მაჭარაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი იყო.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს. საპარლამენტო უმრავლესობის რიგები სულ 12-მა დეპუტატმა დატოვა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031