29-11-2019
დღეს, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარებდა. ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები ცდილობდნენ ღონისძიებაზე შესვლას, თუმცა, პოლიციის მრავალრიცხოვანმა კორდონმა მათ ამის უფლება არ მისცა.

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ საპროტესტო აქციას მათთვის დისკომფორტი არ შეუქმნია და აქციის მონაწილეებს მადლობაც კი გადაუხადა.
“არავისთვის დისკომფრტი არ არსებობს და ალბათ, მე და ის ადამიანები, რომლებიც ევროკავშირიდან, “იუნისეფიდან”, ჩვენი მეგობრებო, ვინც ამ ღოონინისძიებას ვესწრებოდით ვერ ვინატრებდით ასეთ ფონს და რეკლამას, იმიტომ რომ დღეს, ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის 21-ე წლისთავს და ის ხალხი, ვინც გარეთ უსტვენს, არის ის ხალხი, ვინც ბავშვებს ციხეში ნიჩბებით ყრიდა.
ამიტომ, ეს ფონი სიმბოლურია და მადლობა მათ ამ ფონისთვის. ამით ჩვენ შევძელით საზოგადოებისთვის დაგვენახვებინა, რომ რეალურად ის თუ რა იყო მათი სახე, როდესაც ციხეში ყრიდნენ, რიდესაც არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. სწორედ ისინი, როდესაც ხელისუფლებში იყვნენ, ფეხქვეშ თელავდნენ გაეროს ბავშთა უფლებების კონვენციას და რა ხდება დღეს? – 2015 წლიდან დღემდე გატარებეული რეფორმების წყალობით 4000-ზე მეტი ბავშვი იქნა განრიდებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.