გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: 100 არასრულწლოვანზე გათვალისწინებული მე-11 დაწესებულება „გარეთ სტვენიების“ პირობებში იყო გადავსებული, დღეს კი ამ დაწესებულებაში არის მხოლოდ 23 ბავშვი

29-11-2019

„100 არასრულწლოვანზე გათვალისწინებული მე-11 დაწესებულება „გარეთ სტვენიების“ პირობებში იყო გადავსებული, დღეს კი ამ დაწესებულებაში არის მხოლოდ 23 ბავშვი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აქციის მონაწილეები მის გარეთ გასვლას ელოდებოდნენ.

მინისტრი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შესაძლო შეხვედრის შესახებ აცხადებს:

„შეხვდებიან, ალბათ, და აუხსნიან ოფისის პირობებში, რომ არ შეესაბამება გერმანული მოდელი კონსტიტუციას“.

თეა წულუკიანმა, ასევე, მიმართა ოპოზიციას, მოემზადონ არჩევნებისთვის.

„მოემზადეთ არჩევნებისთვის, ხალხი იტყვის თავის სათქმელს. 2020-ში იტყვის ამომრჩეველი, უნდა წავიდეს „ქართული ოცნება“, თუ უნდა დარჩეს. თუ უნდა დარჩეს, რამდენი წარმომადგენლით, უნდა დაბრუნდნენ თუ არა ნაციონალები საქართველოს ხელისუფლებაში. იქნებ საქართველოს ამომრჩეველი გაისად ამბობს, რომ ნაციონალები უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რატომ არ უნდათ, მოემზადონ არჩევნებისთვის. მაგრამ მათ იციან, როგორც ჩანს, რომ არჩევნებით დიდი მომავალი არ აქვთ“.

მინისტრის განცხადებით, არავითარი პოლარიზაცია არ არსებობს.

„არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“, მათი შორს მყოფი მშიშარა ბელადი, რომელიც ვერ ჩამოდის და არსებობენ ამ პარტიასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები, მათი ყოფილი ნაწილები და დანაყოფები“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

ინფორმაციისთვის, თეა წულუკიანმა ღონისძიების დასრულების შემდეგ ბიბლიოთეკის შენობა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკასთან დღეს დილით, მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პარლამენტში დღეს დაგეგმილი შეხვედრები და სხდომები დაიწყო, მათ კი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება ვერ მოახდინეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930