გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაფრთხილება ჰოლივუდიდან საქართველოს

30-11-2019

წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები საქართველოს ერთგვარ გაფრთხილებას უგზავნიან. წერილში, რომელიც 4 ნოემბერს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გამოეგზავნა წერია, რომ ქართული ვებგვერდები წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და სხვადასხვა ფილმებს ასაჯაროებენ, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ჰოლივუდის კინოსტუდიებმა შესაძლოა გარკვეული სანქციების დაწესებაც მოითხოვონ.

ამერიკული კინოკომპანიების გამაერთიანებელი ორგანიზაციის პრეზიდენტმა, იმავე შინაარსის წერილი ეროვნულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა და საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციასაც გაუგზავნა. უწყებები  ორივე შემთხვევაში პრობლემის არსებობას აღიარებენ. "კურიერთან" საუბრისას განმარტავენ, რომ რეკომენდაციები უკვე გაცემულია და მუშაობა საზოგადოების ინფორმირებისთვისაც დაწყებული აქვთ.

სპეციალურად ამ საკითხზე ღიად სასაუბროდ და პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა ასოციაცია "ინტერნეტ მეკობრეების წინააღმდეგ", რომელიც საქართველოს ინტერნეტსივრცეში ფილმების განთავსების კანონიერად დარეგულირების შესახებ სოციალური კამპანიის დაწყებას უახლოეს მომავალში აპირებს.

პრობლემის მოგვარების დიდი იმედი აქვთ ქართულ კინოსტუდიებსაც. 

ქვეყანაში არსებულ კანონდარღვევაზე დიდი ხანია საუბრობენ "სილქნეტშიც". კომპანიამ არალეგალურ ფილმებზე რეაგირებისთვის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რამდენიმე თვის წინ მიმართა. "სილქნეტში" განმარტავენ, რომ ბაზარზე ფილმების არალეგალურად გავრცელება კინობიზნესს დიდ ზიანს აყენებს.

წერილის მთავარი ადრესატი ორი ქართული ინტერნეტ-საიტია. თავად ამ საიტების ხელმძღვანელები, კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

როგორც "აჭარაბეთის", ასევე "აიმუვის" წარმომადგენელმა"კურიერს" განუცხადა, რომ კომპანიის პასუხისმგებელი პირები ქვეყანაში არ იმყოფებიან, საკითხის შესახებ ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაზე საუბარი კი მათ არ შეუძლიათ.

პრობლემის მოსაგვარებლად შექმნილი ასოციაცია, უკვე ამზადებს სპეციალურ კლიპს. ინტერნეტ-მეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილ ვიდეო-რგოლში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობენ.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031