გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2-12-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პროფესიულ პროგრამებს შეიმუშავებს და მათ ჩართულობას უზრუნველყოფს. ასევე, განხორციელდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ხასიათის ერთობლივი ღონისძიებები.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილმა მოაწერეს ხელი.

ასევე, მთავრობის წარმომადგენლებმა, აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად დაათვალიერეს კოლეჯის შენობა, მისი ინფრასტრუქტურა, სტუდენტების სასწავლო და პრაქტიკულ სამუშაო გარემოს გაეცნენ. დაინტერესებული დევნილებისთვის სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის დირექტორმა სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხემძღვანელი ზაზა ჩაჩავა ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930