გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადამიანის უფლებათა დაცვისა დასამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ქართული ენის სწავლების ინოვაციური მეთოდების პრეზენტაცია გაიმართა

3-03-2018

ადამიანის უფლებათა დაცვისა დასამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში დღეს ეთნიკური უმცირესობების, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლების ინოვაციური მეთოდების პრეზენტაცია მოეწყო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ა(ა)იპ ,,რეგიონების კულტურულ–საგანმანათლებლო და ბიზნეს განვითარების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ბესიკ ქარცივაძემ. მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს, ასევე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს.


„პროექტი მოიცავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლისთვის როგორც ქართული ენის, ასევე, ტექნიკური საგნების სწავლების პროგრამას. ეს იქნება ინოვაციური პროექტი, რომელსაც სწავლების მეთოდიკით დღეს ანალოგი არ აქვს. ჩვენ ინოვაციური სწავლების ცენტრებს ყველა რეგიონში ვხსნით. 1 კვირაში დავიწყებთ ამ ცენტრების ამუშავებას. პროგრამა შევა მრავალშვილიან ოჯახებში, სოციალურად დაუცველთა ოჯახებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საზოგადოებაში“, -განაცხადა ბესიკ ქარცივაძემ.


ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, სრულმა პროფესორმა, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა ქართული ენის შესასწავლი პროგრამის სხვადასხვა დონე წარუდგინა. ღონისზიებაზე, ასევე ნაჩვენები იქნა 3 მაგალითი, თუ როგორ შეიძლება იყოს უსინათლო და ყრუ-მუნჯთა საზოგადოებასთან მისი „მეგობარი“ წარმოდგენილი.


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიესალმება აღნიშნულ პროექტს. „იგი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით და განსაკუთრებული მეთოდებით უზრუნველყოფს ქართული ენის სწავლებას როგორც ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების მხარდაჭერა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მოწოდებულია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ იყოს ქართული ენის ცოდნის გარეშე. ქართული ენის ცოდნა იქნება საწინდარი იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სრულყოფილად იყონ ინტეგრირებული საზოგადოებაში, არ შეექმნათ ბარიერები სამსახურების პოვნისას, მოხდეს მათი ეკონომიკური გაძლიერება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930