გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ოღონდ კვლავ ხელისუფლებაში გაძვრნენ და ეშმაკს ჩაეკონებიან!“ - ბონდო მძინარაშვილი

5-12-2019

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:

 

„1933 წელს ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტები მოვიდნენ, ამის წინაპირობა კი გერმანიაში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება იყო. პრინციპში, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ნაცისტებმა ერთპარტიული დიქტატურა დაამყარეს, გერმანიის მაშინდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა გახდა.

ამას რაც მოჰყვა, ყველას კარგად გახსოვთ! ომისშემდგომ გერმანიაში ბევრი იფიქრეს და სამომავლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად შექმნეს გერმანული მოდელი, რომელიც სწორედ გერმანიაზე, მის სახელმწიფო მოწყობაზეა მორგებული.

ჰოდა, რა გერმანული მოდელი?! ნაციზმის სახადი ჩვენც კი მოვიხადეთ, მაგრამ საქართველო ფედერაციული რესპუბლიკაა?! რესპუბლიკელების მიზანია, ე. წ. გერმანული მოდელის შემოღებით კიდევ ერთხელ დაამტკიცონ საკუთარი იდეის - ქვეყნის ფედერალიზაციის - სისწორე, მათი სულიერი ძმების - ნაცსექტანტებისთვის კი მოდელი-შმოდელი სულერთია, ოღონდ კვლავ ხელისუფლებაში გაძვრნენ და ეშმაკს ჩაეკონებიან!

ვის აძლევს ხელს საქართველოს ფედერაციული ან კონფედერაციული მოწყობა?! გესმით, ხომ, საიდან უბერავს ქარი?! გაიხსენეთ, ვისი შუამავლობით და ვისთან ერთად ჩამოვიდა ვლადისლავ არძინბა თბილისში და ყველაფერს მიხვდებით! მალე ყველაფერი გაცხადდება! სულ მალე!", - წერს მძინარაშვილი ფეისბუქზე.

alia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930