გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილმა მითხრა პირობა შევასრულეო

7-12-2019

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია POST.TV-ს ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემაში, 2007 წელს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.


როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაქსიმუმს აკეთებდა, რომ საზოგადოებასა და განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება არ ყოფილიყო.


გადაცემაში სტუმრობისას ჟურნალისტმა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ბეგაშვილი გაიხსენა, რომელმაც, 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან ერთად შეურაცხმყოფელი სკანდირებით ჩაიარა.


„მაშინ სააკაშვილს ვუთხარი, ეგ კაცი რაც შეიძლება შორს მოიშორე-მეთქი, მერე დანიშნეს ჩინეთში ელჩად და სააკაშვილმა მითხრა, სიტყვა შევასრულე, რაც შეიძლება შორს გავუშვიო“-განაცხადა ბურჯანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031