11-12-2019
სააკაშვილისთვის ერთი და იგივე პერსონაჟები ხან პრორუსები არიან, ხან პროდასავლურები, გააჩნია მასთან არიან თუ არა, ბერძენიშვილები, ოქრუაშვილი, ვინც ახლა მახსენდება,- ამის შესახებ ,, ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
"მიშა სააკაშვილი 2-ჯერ ხელისფლებაში და 2-ჯერ ოპოზიციაში იყო. არასდროს არ ყოფილა ერთი წუთიც კი, როდესაც მისი ოპონენტი არ ყოფილიყო , მისი თქმით პრორუსი. ერთი და იგივე პერსონაჟები თუ იყვნენ მასთან, იყვნენ პროდასავლელები - ბერძენიშვილები, ოქრუაშვილი, უცებ ვინც ჩამოთვალე. ეს ხალხი როცა მასთან იყვნენ და რამდენჯერმე იყვნენ მასთან და მის წინააღმდეგ, იყვნენ მასთან - იყვნენ პროდასავლელები, უპირისპირდებოდნენ მას და ხდებოდნენ პრორუსები. სააკაშვილი, სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორ, საქართველოში სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორ ირაკლი ოქრუაშვილთან და ვალერი გელბახიანთან ერთად, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს რომ ებრძვის, ეს ამ პროპაგანდის ბრწყინვალებაა, სიდუხჭირე თუ უბედურება? უკადრებელის კადრება რა არის, ყველაფერს რომ ვიკადრებთ, შედეგი რა არის? ამას ხალხი ვერ ხედავს? - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.