პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეუძლოდ გახდნენ დეპუტატები ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა და კობა ლურსმანაშვილი.
"დაშავდა ასევე პარლამენტის აპარატის 2 თანამშრომელი- ირაკლი მიქაძე და ციური როსტომაშვილი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.პარლამენტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები მუშაობენ",- აცხადებენ საკანონმდებლო ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.