გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა

13-12-2019

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატმრობაში დატოვა.

დე ფაქტო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში, დახურულ რეჟიმში გაიმართა. სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც დაესწრო. ექიმის ინტერესებს ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავდა.

საქმეს ე.წ. ლენინგორის რაიონის (ახალგორი) სასამართლო განიხილავდა, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.

ექიმის საქმის მოსამართლე ფატიმა პარასტაევა იყო, რომელმაც 2019 წლის ივლისში, ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ე.წ. პროკურატურის მიერ წაყენებული ყველა ბრალდება მოუხსნა

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მთავარი თემა იყო. 

მანამდე ეს საკითხი უცხოელ პარტნიორებთან გამართული შეხვედრების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 6 დეკემბერს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არსებობს პოზიტიური ნიშნები, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებდნენ. 

ამავე დღეს ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლება გავრცელებული განცხადებით მოითხოვა. გარდა ამისა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების საკითხი მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განიხილა.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930