გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: სახალხო დამცველი იმიტომაა არჩეული პარლამენტის მიერ, რომ ზოგადი ინფორმაცია კი არ მოგვაწოდოს, არამედ კონკრეტული ფაქტები უნდა თქვას

13-12-2019

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი 14 დეკემბრის აქციაზე დასასწრებად მოქალაქეებზე ზეწოლის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ სახალხო დამცველმა მსგავსი ფაქტების შესახებ იცის, მან კონკრეტულად უნდა ისაუბროს, რათა პროკურატურამ რეაგირება შეძლოს.


"თუ სახალხო დამცველს კონკრეტული მაგალითები აქვს იმისა, რომ მოქალაქეებზე პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა ხორციელდება, იგი ვალდებულია, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მან გასაიდუმლოებული მოკვლევა ჩაატარა, სადაც მოქალაქეები ზეწოლას ადასტურებენ, თუმცა ამას ის ვერ იტყვის, ბუნებრივია, რომ ვერც პროკურატურას და ვერც ჩვენ ვერ მოგვცემს საშუალებას, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირება მოვახდინოთ. თუკი ასეთი ფაქტები არსებობს და მან ეს იცის, ჯობია, რომ ეს თქვას ან შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. სახალხო დამცველი იმიტომ არის არჩეული პარლამენტის მიერ, რომ ზოგადი ინფორმაციები კი არ მოგვაწოდოს, არამედ კონკრეტული ფაქტები უნდა თქვას და რეაგირება მოითხოვოს. სხვა შემთხვევაში, თუკი რაიმე საიდუმლო ინფორმაცია აქვს, საჯარო არ უნდა გახადოს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930