გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არც სურვილი გვაქვს და არც ინტერესი

14-12-2019

ჩვენს მხარდამჭერებში ძალიან დიდი ენთუზიაზმი და მოტივაცია არსებობს, რომ დღევანდელ ღონისძიებას შეუერთდნენ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არც სურვილი გვაქვს და არც - ინტერესი, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრების იძულების მიზნით, მოქალაქეებზე ზეწოლა ხორციელდება. კობახიძის თქმით, დასანანია, როდესაც მტკიცებულებების გარეშე მსგავსი განცხადებები კეთდება.

"არავითარი არც ინტერესი და არც სურვილი იმის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდეს, არ არსებობს. ჩვენს მხარდამჭერებში ძალიან დიდი ენთუზიაზმი და მოტივაცია არსებობს, რომ დღევანდელ ღონისძიებას შეუერთდნენ. აქედან გამომდინარე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც მიჩვეული ვართ. როდესაც არც ერთი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს და მსგავსი განცხადება კეთდება, ეს ძალიან დასანანია. დასანანია, როდესაც ამას აკეთებს კონსტიტუციური თანამდებობის პირი," - განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30