გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს

15-12-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი მამაკაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს. სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.

დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს. მამაკაცი კონტაქტურია და ის თბილისში ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფი. სამაშველო ოპერაციაში დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მყოფი მამაკაცის შესახებ ინფორმაცია გუშინ შემოვიდა.

მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება. დაშავებული კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებდა გადაადგილებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930