გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

15-12-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), საავიაციო ქარხნის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, თვალჭრელიძის, დიმიტროვის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10:30 საათიდან 18 საათამდე დომენტი ჟღენტის, დობრილიუბოვის, ენისელის, ზედაზენის, ზედაუბნის, კალიუჟინის, კაჭრეთის, კოდალოს, ვასილ თამარაშვილის, მაღაროს, ეკლესიის, სამღერეთის, ცოტნე დადიანის, ქართველიშვილის და ლევან ქართლელიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ორხევის დასახლების და ამილახვარის ქუჩის მაცხოვრებლები, 10 საათიდან 16 საათამდე პეკინის გამზირის, ბახტრიონის, იოსებიძის და არჩილ სულაკაურის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 18 საათამდე აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, აბულაძის, წურწუმიას და ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031