17-12-2019
ჩვენ ვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრესი, უფრო მეტად პროფესიონალი მოსამართლეები, ნაფიც მსაჯულთა სისტემის შემოღება ,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტმა შეიმუშავა შერჩევის პროცესი, რომელიც მანამდე არ არსებობდა
,,აშშ მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი, სწორედ ამიტომ ამერიკის მთავრობამ 30 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია გასწია და თანამშრომლობდა საქართველოს პარლამენტთან და მთავრობასთან, უფრო ძლიერი და პროფესიონალური სასამართლო სისტემის შექმნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრესი, უფრო მეტად პროფესიონალი მოსამართლეები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის შემოღება, საქმეთა მართვის დანერგვის სისტემა და ზოგადად მოქალაქეების უკეთესი გამოცდილება სასამართლოსთან ურთიერთობაში. ასევე მსურს აღვნიშნო სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც ვხედავთ როგორც წინგადადგმულ ნაბიჯს და თანამშრომლობისთვის კარგ საშუალებას. რა თქმა უნდა, პროგრესი კიდევ არის მისაღწევი, იმისათვის რომ შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელსაც ექნება თითოეული მოქალაქის სრული ნდობა და ამისათვის აშშ გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას და მის დახმარებას ამ საკითხში. გეტყვით რომ პარლამენტმა შეიმუშავა შერჩევის პროცესი, რომელიც მანამდე არ იყო, ეს იყო მრავალეტაპიანი პროცესი. თუმცა ჩვენ გვქონდა გარკვეული შენიშვნები და იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან მომავალი მოსამართლეების შერჩევის პროცესში", - განაცხადა რუდმა.