19-12-2019
ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სახალხო დამცველი საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
დეპუტატებს მიმდინარე გამოძიების თაობაზე ომბუდსმენის მოსაზრება აინტერესებდათ. ნინო ლომჯარია დამატებით ინფორმაციას მათ მომავალშიც მიაწვდის.
"შევთანხმდით, განვიხილოთ ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვნების გამოკითხვა ხდებოდეს აუდიო, ან ვიდეო ჩანაწერით, რაც ვფიქრობ, არის დაცვის კარგი მექანიზმი.
სისტემურად მიდგომები უნდა შეიცვალოს, ამისთვის საჭიროა რეფორმები როგორც პოლიციაში ასევე განათლების სისტემაში," - აცხადებს სახალხო დამცველი.