20-12-2019
ათენში, კალამარზე, “პანათინაკოსის” სტადიონზე 25 წლის გოგონა ძაღლის თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც ბერძნული მედია წერს, დადასტურებული ინფორმაციით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა.
გამოცემა “ესპრესო” იუწყება, კალიმარმაროს დაცვის თანამშრომელმა გოგო მაშინ იპოვა, როდესაც ამ ტერიტორიაზე მდებარე პარკის კარის გასაღებად მივიდა. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალს ყელზე ძაღლის თოკი ჰქონდა შემოხვეული. დაცვის თანამშრომლის თქმით, ქართველ გოგონას ძალიან კარგად ეცვა. მისი სტილი მიანიშნებდა, რომ რომელიმე კარგ რესტორანში უნდა ყოფილიყო, ვიდრე კალიმარმაროს პარკში მოხვდებოდა.
გოგონას დედა და ბერძენი მეგობარი ეძებდნენ, რომელთა ზარები იქვე ნაპოვნ ტელეფონში აღმოაჩინეს.
მედიის ცნობით, გოგონა წლებია საბერძნეთში, მეტსის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. როგორც დედამ და გოგონას მეგობარმა ბიჭმა პოლიციას განუცხადეს, გარდაცვლილს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა.