გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ესაუბრა

24-12-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს როზმარი დიკარლოს ესაუბრა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების მიუღებლობას, აღინიშნა რომ ექიმის უკანონო დაკავება და პატიმრობა წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას და ამძიმებს ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. ხაზი გაესვა მსგავსი უკანონო ქმედებების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საკითხის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და ჩართულობისთვის.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს რომ პროცესი ახლო მომავალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებით დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930