გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განმარტება ცოტნე გამსახურდიას შესახებ გასულ სიუჟეტზე

25-12-2019

დღეს ცოტნე გამსახურდიას ოჯახმა და ადვოკატმა ვერაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ვერსიებზე ისაუბრეს. მათ შორის აქცენტი გაკეთდა "კურიერის" გუშინდელ რეპორტაჟზე. არხის საინფორმაციო სამსახური განმარტავს, რომ "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული სიუჟეტი დაფუძნებული იყო ბრალდებულისა და მოწმეების ჩვენებებზე, რომელიც ჟურნალისტმა მოიპოვა. რეპორტაჟში არ ყოფილა ავტორის ინტერპრეტაცია.

"რუსთავი 2" აშუქებს ყველა მხარის პოზიციას და არანაირი სხვა ინტერესი არცერთი თემის მიმართ არ აქვს. მიუხედევად იმისა, რომ სიუჟეტში გამსახურდიას ადვოკატისა და ოჯახის კომენტარებიც იყო ნაჩვენები, უფლებადამცველმა არასაკმარისად მიიჩნია მათი პოზიციის გაშუქება, აქედან გამომდინარე, "კურიერი" მზადაა კიდევ ერთხელ მისცეს საშუალება დაზარალებულის ოჯახს და დაცვის მხარეს უფრო დეტალურად ისაუბრონ მომხდარი კონფლიქტის გარემოებებზე.

"რუსთავი 2" პირველი პრეზიდენტის შვილს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031