27-12-2019
„პოლიტიკოსებისგან მართულმა მედიასაშუალებებმა - "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ" გადააბიჯეს ყველანაირ მორალურ პრინციპს და სიმართლისა და ტყუილის ულუფებს შორის, ტყუილი დააგემოვნეს“ - ამბობს სარეკლამო კომპანია პანდა გავრცელებულ მომართვაში.
„მაშინ, როცა ოფიციალური დოკუმენტი უნდა გაეშუქებინათ, უფრო დიდი დრო "მიკერძოებული პროფესიონალის" ვარაუდებს დაუთმეს და არა "ფეისბუქის" დასკვნას. ფაქტები დაამახინჯეს და "ფეისბუქის" მიერ დაბლოკილი ყველა გვერდი ჩვენ მოგვაწერეს. შესაბამისად მათ შექნეს აზრი, თითქოს ჩვენ ოკუპირებული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და 20 ივნისის აქციის დაშლისას დაზარალებული მაკო გომურის წინააღმდეგ ვმოქმედებდით; თითქოს ბოტების ხელით კომენტარებს ვწერდით; ეს არცერთ დასკვნაში არ წერია. ჩვენ მსგავსი რამ არასდროს გაგვიკეთებია. მათ შექმნეს აზრი, რომ ანტიამერიკულ პროპაგანდას ვეწეოდით. ამის მაგალითად კი მოიყვანეს ფაქტი, რომ თითქოს ამ კონკრეტული პოსტით ვეწეოდით დასავლეთის დისკრედიტაციას; მაშინ როცა იმავე შინაარსის სტატიას ავრცელებს ისეთი ლიბერალური მედიასაშუალება, როგორიც BBC-ია. სხვათაშორის "ფეისბუქმა" იმავე დღეს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც დაუბლოკა გვერდები.
ერთადერთი კითხვა, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში არ გვქონდა პასუხი იყო ის თუ რატომ იყო ეს დასკვნა ასეთი მიკერძოებული? ამ დასკვნის ავტორი არის "ფორმულა კრეატივის" დამფუძნებლების ახლო მეგობარი და "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი ეთო ბუზიაშვილი.
იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეძლო ჩვენი ინტერნეტ რესურსების სათავისოდ გამოყენება, "მთავარი არხის", "ფორმულა კრეატივისა" და ეთო ბუზიაშვილის დახმარებით ცილისმწამებლური კამპანია დაგეგმა. ეს ის "მთავარი არხია", რომელმაც რეალურად გააღვივა მოქალაქეებს შორის შუღლი და საზოგადოება გახლიჩა. ეს ის "ფორმულა კრეატივია", რომელიც პროპაგანდას ეწეოდა და "მიშა მაგარიას" ნერგავდა. ეს ის "ფორმულაა", რომელიც თავიდანვე ემსახურებოდა ცრუ ლიბერალების შექმნას და მართვას. სამწუხაროდ, ეს ის ეთო ბუზიაშვილია, რომელმაც ვერ შეამჩნია, რომ "მთავარი არხი" და "ფორმულა" საერთო რესურსებს ფლობენ "ფეისბუქში" და კოორდინირებული მუშაობით ავრცელებენ სხვადასხვა ინფორაციას. სამწუხაროდ, ამიერიდან ეთო ბუზიაშვილი მიკერძოებული პროფესიონალიდან, მხოლოდ "მიკერძოებულის" სტატუსით დარჩა.
რაც შეეხება ცრუ ლიბერალების დაჯგუფებას, რომლებიც ყოველდღიურად ხელს უშლიან და დასცინიან ტრადიციულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს - ამ ჯგუფის წევრებს საკუთარი თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია, ისინი ბნელებს უწოდებენ ყველას, ვისაც მათგან განსხვავებული აზრი აქვს. ჩვენ არ დავიშურებთ ენერგიას და ძალისხმევას, რათა ამ ჯგუფმა ვეღარ შეძლოს დაცინვის ენით საუბარი და ბულინგი.
ასევე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ზემოთაღნიშნულმა მედიასაშუალებებმა ვეღარ შეძლონ მასობრივად ტყუილების გავრცელება და ნებისმიერ პოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საკუთარ ხალხზე ტერორი ვერავინ შეძლოს“ - ნათქვამია მიმართვაში.
ვიდეოს ბმული
https://www.youtube.com/watch?v=T4J8uajnDKc