გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

30-12-2019

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გ.გ.-მ 2019 წლის 18 მაისს, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საკუთარ სხეულში მოთავსების გზით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: 0,9424 გრ. ბუპრენორფინი და 1,9997 გრ. ტრამადოლი.

სამართალდამცველებმა გ.გ. იმავე დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ გ.გ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) ქვეპუნქტებით წარუდგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით კი პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930