გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი: სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი არის ამ მემკვიდრეობის ნაწილი, რომელმაც ჩვენზე ყველაზე მეტი საქმე გააკეთა

31-12-2019

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ექვთიმე თაყაიშვილი მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს“ - ასე გამოეხმაურა ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მოსაზრებას, რომელსაც ოპონენტების კრიტიკა მოჰყვა.

მისი თქმით, მიხეილ ჩხენკელის ეს ფრაზა სრულიად გასაგები და ლეგიტიმური იყო და ის ერთადერთ შემთხვევაში იწვევს აღშფოთებას - როდესაც სინამდვილეში ეს გრძნობა არ გაქვს და იძულებული ხარ ამ ქვეყანაში იქართველო.

„ლეგიტიმური ფრაზაა, სრულიად გასაგები ყველა ნორმალური ქართველისთვის. ეს ერთადერთ შემთხვევაში იწვევს ე.წ. აღშფოთებას, როდესაც შენ იძულებული ხარ ამ ქვეყანაში იქართველო, სინამდვილეში არ გაქვს ეს გრძნობა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ექვთიმე თაყაიშვილი მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. მიხეილ ჩხენკელმა ქართველი ადამიანისთვის გასაგებად თქვა ეს ფრაზა. ჩვენ ხომ იდეალებით ვლაპარაკობთ, ხატებით, ნიმუშებით. ყოველთვის ვადარებთ ადამიანს რაღაც ნიმუშს. ექვთიმე არის ნიმუში. ყველა, ვინც ამას აკეთებს, ბიძინა რასაც აკეთებს, ანზორი რასაც აკეთებს, ზუსტად არის ამ ტრადიციაში“ - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

მისი თქმით, ეს ნებისმიერი ქართველისთვის ბუნებრივი სიტყვათა წყობაა, მაგრამ როდესაც საკუთარ ერთან პრობლემა გაქვს, ექვთიმე თაყაიშვილშიც ეჭვი გეპარება.

„ეს ნებისმიერი ქართველისთვის ბუნებრივი სიტყვათა წყობაა, მაგრამ როდესაც საკუთარ ერთან პრობლემა გაქვს, ექვთიმე თაყაიშვილშიც ეჭვი გეპარება, ქართულ კულტურაში ეჭვი გეპარება, ვეფხისტყაოსანი, შუშანიკი, ხახულის კარედი არაფერი არ არის და ყველაზე მთავარი ამერიკის დეკლარაციაა. ამერიკის დეკლარაციას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ხომ მაქვს უფლება, ხახულის კარედი არის ათასწლოვანი და ძალიან დიდი კულტურის გამოხატულება, ეს არის ჩემი იდენტობა და არა მარტო ჩემი. ისეა გაკეთებული, რომ დაკარგულია ის ხელოვნება, რითიც ეს კეთდებოდა. ე.წ. მინანქრის უძველესი ხელოვნება. ესენი ხომ არ იციან, არათუ არ იციან, იმიტომ რომ ეზიზღებთ ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ექვთიმე თაყაიშვილი მათთვის რამე არის? ან იციან რამე ექვთიმე თაყაიშვილზე? ჩემს გაოცებას იწვევს, საერთოდ ამაზე რატომ ვლაპარაკობთ? - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

ფილოსოფოსი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ გადაღებულ ფილმსაც გამოეხმაურა.

„სახარებაში წერია, რომ ჩუმად უნდა აკეთო, დაფარულად, მაგრამ ამავე დროს წერია, რომ არაფერია დაფარული, რომელიც არ გამჟღავნდება. ის, რომ ასეთი რაღაც მოხდა, უკვე ისტორიული ფაქტია, რომელიც ადამიანმა უნდა იცოდეს. პირიქით, ამისი დაფარვა დანაშაულია. ბიძინა ივანიშვილი რომ არა, ბევრი ადამიანი ცოცხალი აღარ იქნებოდა, ბევრი ძეგლი უკვე აღარ იქნებოდა. ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზრონ ადამიანებმა. მეორე მხარეზე არის რა, სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი არის ამ მემკვიდრეობის ნაწილი, რომელმაც ჩვენზე ყველაზე მეტი საქმე გააკეთა დღეს, მაგრამ ამათი ამოცანა ბიძინას წინააღმდეგ ბრძოლა კი არ არის, ნიჰილისტების მთავარი ამოცანაა ე.წ. თანამედროვე „პრადვინუტი“ პოზიციებიდან დაგვანახონ, რომ ქართულ კულტურას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის მთავარი მიზანი. მათ არა მარტო ქართული კულტურა ეზიზღებათ, საერთოდ კულტურა ეზიზღებათ, ადამიანი ეზიზღებათ, იმიტომ, რომ ეს არაადამიანური 200 წლიანი იდეა დოსტოევსკიმ რომ აღწერა - თუ ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია, ჩვენს თვალწინ მარცხდება“ - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.



ვიდეოს ბმული

https://www.facebook.com/POSTV.Analytics/videos/2426913557571414/?epa=SEARCH_BOX

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930