გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში არალეგალურად მოქმედი აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინეს

6-03-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, ერთ - ერთ კომერციულ ფართში, სავალდებულო ნებართვის გარეშე, ფუნქციონირებდა აზარტული თამაშების კლუბი, სადაც არალეგალურად ტარდებოდა აზარტული თამაშები - „პოკერი“ და ე.წ. „რულეტკა.“ აღნიშნული კლუბის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი თანხა შევიდოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 - დან 3 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031