გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
«RTVI» (აშშ//რუსეთი): აქვს თუ არა სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური შანსი

6-03-2018

ამერიკულ-რუსული ტელეკომპანიის, «RTVI»-ის პროგრამა „ინფოხმაურები“ ამჯერად საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს დაეთმო.ამერიკულ-რუსული ტელეკომპანიის, «RTVI»-ის პროგრამა „ინფოხმაურები“ ამჯერად საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს დაეთმო.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ გადაცემის ფრაგმენტს ქართულ ენაზე:


ტიხონ ძიადკო, პროგრამის წამყვანი: ჩვენი ტრადიციული რუბრიკა „ინფოხმაური“ - ვისაუბრებთ იმ მოვლენებზე და ფაქტებზე, რომელთა მნიშვნელობა ძალზე გადაჭარბებულია, ანუ რომელია ნამდვილი ახალი ამბავი და რომელი - ვითომ ახალი ამბავი.


ალექსეი პივოვაროვი, RTVi-ს მთავარი რედაქტორი: დღეს ჩვენ „ინფოხმაურში“ ორი ლამაზი ქეისი გვაქვს.  პირველი გვატყობინებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში მალე ისევ დაბრუნდებაო. ასე მოცემული სათაურებში. დავიწყოთ განხილვა. როგორც საქართველოს მასმედია იუწყება, „ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებს „ერთიანი ნაცმოძრაობიდან“ მიმართა და მათ მოუწოდა დაიწყონ მოლაპარაკება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის მონაწილეობის შესახებ. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციაშია ხელისუფლებაში უკვე 2018 წელს უნდა დაბრუნდეს. მისი თქმით, ექს-პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უკვე გამოაცხადა ქასთინგი საუკეთესო ოპოზიციური ძალის გამოსავლენად: „ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და ამ ფონზე ჩამოვშალოთ ივანიშვილის მთავრობა, მოვშალოთ მისი ფეოდალური საკარმიდამო“, - ხაზს უსვამს მიხეილ სააკაშვილი.


- რატომაა ეს საინფორმაციო ხმაური?


პირველი - იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტად არჩევა შეუძლებელია: 2018 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით. გამოძიების მონაცემებით, მან, თავისი პრეზიდენტობის დროს, „კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ოფიცრები, რომლებიც „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირკვლიანის მკვლელობისთვის იყვნენ გასამართლებულნი“. საქართველოს კანონებით, მსჯავრდებულ მოქალაქეს პრეზიდენტის პოსტზე ბალოტირების უფლება არ აქვს.


მეორე - ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის წარდგენა, მაგრამ ასევე შეუძლიათ არ წარადგინონ. მსხვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიყონებლივ განაცხადეს, რომ ამას არ გააკეთებენ.


მესამე - მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს, რომ სწორედ იგი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. საქმე ეხება ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს მთლიანობაში. ამასთან, ყურადღება მივაქციოთ, რომ ჯერ კიდევ ორი კვირის უკან მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს დაპირდა, რომ მათთან დაბრუნდებოდა, ანუ იქ, საიდანაც იგი 12 თებერვალს გააძევეს.


მაგრამ, ყოველივე ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები გაავცელა 36-მა რუსულენოვანმა მედიასაშუალებამ, ბევრმა კი გმირის სიტყვები შეგნებულად დაამახინჯა.  აი, ზოგიერთი სათაური: „ორ სკამს შორის: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს“ («РЕН ТВ»), მაგრამ მას ასე არ უთქვამს. „მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი 2018 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება“ («КоммерсантЪ»), მაგრამ მას არც ასე არ უთქვამს და ბოლოს -  „მიხეილ სააკაშვილი ემზადება, რომ წლის ბოლომდე ბიძინა ივანიშვილი დაამხოს“ («Московский комсомолец»). აი, ეს კი მას საერთოდ არ უთქვამს.


უნდა ვაღიარო ჩვენი მაყურებლის წინაშე, რომ მე პირადად ჩვენ კოლეგა ჟურნალისტებს არ ვეთანხმებოდი. ასევე ვფიქრობდი, რომ მიხეილ სააკაშვილის მოქმედების მასშტაბს და პოლიტიკურ ტალანტს თქვენ ბოლომდე ვერ აფასებთ, რადგანაც ასეთი საკითხი „ინფოხმაურში“ განსახილველად შეიტანეთ. მაგრამ ახლა მე მივხვდი...


ალექსეი პივოვაროვი: ... რომ მას ორ ქვეყანაში პოლიტიკოსობა და ხელისუფლებაში მოსვლა არ შეუძლია?


ტიხონ ძიადკო: დიახ, სწორედაც. დროისა და სივრცის კანონები დამოუკიდებლად მოქმედებენ, მათზე ზეგავლენას ვერ მოახდენ, ანუ ერთდროულად უკრაინაში მთავარ პოლიტიკოსად მოსვლა  და საქართველოში პრეზიდენტად - ეს შეუძლებელია. ამრიგად, ეს მართლაც ინფოხმაურია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930