გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამა ანდრია ჯაღმაიძე: დეკანოზ მამალაძის გათავისუფლებით ეკლესიის წინააღმდეგ სპეკულაციები დასრულდებოდა

6-01-2020

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი ეთქვა. მამა ანდრიას თქმით, საპატრიარქოსთვის სასურველი იყო დეკანოზის შეწყალება, რადგან ამით სპეკულაციები საპატრიარქის წინააღმდეგ დასრულდებოდა.

„საპატრირქოს უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, სინოდმა შეადგინა წერილი, რომელიც გაეგზავანა პრეზიდენტს. ეს არის უმღლესი ლეგიტიმაციის წერილი და გამოხატავს ეკლესიის ნებას. პრეზიდენტმა დღეს გაასაჯაროვა საკუთარი გადაწყვეტილება და დაასაბუთა საკუთარი ხედვა თუ რატომ არ მოხვდა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე. სინოდის გადაწყვეტილება არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ჩვენთვის მისაღები იქნებოდა გათავისუფლებულიყო დეკანოზი თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ეს პერფორმანსი დამთავრდებოდა. ჩვენი ხედვით მძევლადაც კი ჰყავთ ეს ადამიანი მათ, ვისაც დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინააღმდეგ.

სურვილი, რომ დეკანოზი გათავისუფლებულიყო შეიძლება ამ კუთხითაც გავზომოთ, რომ ამით დასრულდებოდა სპეკულაციები“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა საშობაოდ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

გიორგი მამალაძე ანგარებით მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. იმავე წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით მკვლელობის ბრალდება მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930