გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აიათოლა ალი ხამენეი: წუხელ ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით

8-01-2020

რანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.


მისი თქმით ირანმა წუხელ, ამერიკის შეერთებულ შტატებს სახეში სილა გააწნა.

ხამენეიმ სიტყვით გამოსვლისას ირანის მიერ ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

მოსახლეობამ მას უპასუხა ფრაზით: „სიკვდილი ამერიკას“.

ხამენეიმ დასძინა, რომ როდესაც საქმე კონფრონტაციას ეხება, ამგვარი სამხედრო მოქმედება საკმარისი არ არის.

„წუხელ, ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მავნე ყოფნა აქ უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ირანის ლიდერმა.

ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30