გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში საშობაო ალილო გაიმართა

8-01-2020

ქალაქ ახალციხეში ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა.


სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებთან და მრევლთან ერთად, საზეიმო მსვლელობა თამარაშვილის ქუჩიდან დაიწყეს და ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიარეს. ტრადიციულად მეალილოებს ადგილობრივები ტკბილეულითა და და საახალწლო ნობათით უმასპინძლდებიან.
ალილოს ქალაქის ცენტრალურ პარკში შეუერთდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, რომლებმაც მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს, იგი ყოველწლიურად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შობის დღესასწაულზე იმართება. ახალციხეში საშობაო მსვლელობა უკვე მეთოთხმეტედ მოეწყო, შემოწირული ტკბილეული და საჩუქრები შეჭირვებულ ოჯახებსა და ნინოწმინდის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს გადაეცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930