გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: საერთაშორისო დონეზე ე.წ. შავ სიას პერსპექტივა არ აქვს, სამაგიეროდ ფიქრობენ, რომ პერსპექტივა ექნება ვიღაცის დასაბულინგებლად

8-01-2020

"საერთაშორისო დონეზე ე.წ. შავ სიას სამართლებრივ ნაწილში პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ფიქრობენ, რომ პერსპექტივა ექნება პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად და ვიღაცის დასაბულინგებლად. რასაკვირველია, მიმდინარეობს პარაზიტობაც არსებულ სიტუაციაზე. მათ სურთ წარმოაჩინონ, რომ ყველაფერი არის „შავად“ და ამ „სიშავეში“ ფიქრობენ მიიღონ რაიმე პოლიტიკური დივიდენდი ან მოიპოვონ რაღაც უპირატესობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები მუშაობენ.

მისივე თქმით, ე.წ. შავ სიის შედგენით მიმდინარეობს ლუსტრაცია და „ნაციონალური მოძრაობა“ უბრუნდება იმ რეჟიმს, როდესაც საზოგადოების წინაშე უნდათ წარმოაჩინონ რომ არიან მკაცრები, რომ არიან შეუვალები და მათ, რეალურად, 2011 წელსაც ჰქონდათ შედგენილი იმ ხალხის „შავი სიები“, ვინც უნდა დაესაჯათ.

„ე.წ. შავი სიის შედგენით, მათ სურთ, რომ გარკვეული სტრესული სიტუაცია შექმნამ ქვეყნაში და ასევე, დააბულინგონ კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული უწყებები. ფაქტია, რომ ასეთი სია არსებობდა და ასეთი სიის შედგენის პოლიტიკური ნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ რაც არის, ბევრმა კარგად იცის, ვის კისერზეც გადაიარა მათმა მმართველობამ, „ შავმა სიებმა“ და შავი დღეები დაუყენეს უამრავ ოჯახს, კონკრეტულ ადამიანებს წაართვეს სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930