გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანა ჯაბაური: ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

9-01-2020

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, საქრთველოს პირველი პრეზიდენტის შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ჯაბაურის ინფორმაცით, გამსახურდია თურქეთის კლინიკაში ჯერ კიდევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ იმყოფება, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია.


„პაციენტის მდგომარეობა არის ძველებური. დიდი სიახლე არ მაქვს ჩამოტანილი. ვნახე ცოტნე, არის ისევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ და ექიმების რეკომენდაციით, კიდევ ალბათ ერთი-ორი კვირა არ გააღვიძებენ. მიიჩნევენ, რომ ასეა საჭირო. ასევე დამიდასტურეს, რომ ცოტნეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა არის სტაბილური, არის ძალიან კარგ საავადმყოფოში, კარგი კლინიკაა და არ აკლია მოვლა და ყურადღება“, აცხადებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური.


ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ საზღვარგარეთ გადაიყვანეს. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930