გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მოვლენების განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“ - სალომე ზურაბიშვილი

10-01-2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.


პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე" წერს, რომ ის ყუარდღებით აკვირდება სოხუმში მიმდინარე მოვლენებს.


„ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ აფხაზეთში", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. 

 

დღეს გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე  საავადმყოფოში გულის შეტევით გადაიყვანეს.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი არეულობა გრძელდება. მოსახლეობა რაულ ხაჯიბას მეორე ვადით „პრეზიდენტად“ არჩევას აპროტესტებს.

გუშინ ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.

 

გუშინ სოხუმში მიმდინარე მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც გამოეხმაურა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031