გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მამუკა მდინარაძე: ეუთოს დასკვნაში ფაქტობრივი უზუსტობებია

10-01-2020

„ეუთოს დასკვნაში არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ორგანიზაციებისგან ჩვენ ამას მიჩვეულები არ ვართ“, ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უზენაესის მოსამართლეებთან დაკავშირებით ODHIR-ის დასკვნას გამოეხმაურა. პოლიტიკოსი მაგალითზეც მიუთითებს. 


„ასეთი უზუსტობაა, რომ შშმ პირს ჰქონდა საშუალება, მიეღო მონაწილეობა ამ მოსმენებში და ამ შშმ პირის შესახებ არ ჩანს რომ იციან ინფორმაცია - რომ ის პარლამენტარი რატი იონათამიშვილია. ასევე, მითითებულია, რომ ფრაქციების წევრებს ჰქონდათ საშუალება, დაეთმოთ სხვა ფრაქციებისთვის დრო, ოღონდ ეს იყო მხოლოდ შიდა პარტიული დათმობა და სხვა ფრაქციის წევრებისთვის არ შეეძლოთ. ანუ არის საკითხები, რომლებიც არის კონტექსტიდან ამოვარდნილი, არის ფაქტობრივი უზუსტობები და ფაქტობრივ უზუსტობებზე დაყრდნობით კრიტიკა რამდენად რეალურია, თავადაც ხვდებით. იმდენად უხერხული ფაქტობრივი უზუსტობაა, არ ვსაუბრობ შეფასებაზე, რომ მგონია, იურიდიული კომიტეტი მოამზადებს თავის პასუხს ან განმარტებას ამასთან დაკავშირებით“, - განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.  


ეუთომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც ორგანიზაციამ პროცესზე დაკვირვების შემდეგ მოამზადა. მოხსენებაში ხაზგასმულია საქართველოს მიერ გატარებული რეფორმის მნიშვნელობა, თუმცა ანგარიში ნაკლოვანებებზეც მიუთითებს.


https://imedinews.ge/ge/saqartvelo/125261/mdinaradze-eutos-daskvnashi-paqtobrivi-uzustobebia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930