14-01-2020
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ ირანი დასჯის ყველა პირს , რომელიც უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდებაზეა პასუხისმგებელი.
„ეს იყო უპატიებელი შეცდომა. მხოლოდ ერთი პირი ვერ იქნება პასუხისმგებელი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე“,- განაცხადა როუჰანიმ.
მისივე თქმით, ირანმა უნდა დაარწმუნოს ყველა, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.
მედიის ცნობით, ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.
თეირანში 8 იანვარს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 ჩამოვარდა, რასაც თვითმფრინავში მყოფი 176-ვე ადამიანი ემსხვერპლა. თავდპირველად მიიჩნევდნენ, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური პრობლემა იყო.