14-01-2020
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტის მონაწილეებმა ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო დოკუმენტების შესწავლა დაიწყეს .
ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში ისინი 14 იანვრიდან 17 მარტამდე სხვადასხვა თემებზე იმუშავებენ. პროექტის მიზანია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხების შესწავლა, დასკვნების გამოტანა და გააზრება.
პროექტის ხელძღვანელი ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელი, ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძეა.
პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი 2019 წლის ნოემბერში გამოცხადდა. შეირჩა სამი სტუდენტი: ირმა ჭანტურია, რატი კობახიძე და ალექსანდრე ბიძინაშვილი.
მუშაობის დასრულების შემდეგ სტუდენტები საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციას გამართავენ, ამასთანავე, ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნდება კვლევების ელექტრონული ვერსია.
სტუდენტურ პროექტს 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი და წელს უკვე მესამედ ტარდება. ღონისძიება ამჯერად საქართველოს ეროვნული არქივის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.