გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში - არიან დაშავებულები

14-01-2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიფარში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.


წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც მანქანა განათების ბოძს დაეჯახა.

დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.


შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.


ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


https://pia.ge/post/302585-avtosagzao-semtxveva-gurjaansi-arian-dasavebulebi

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930