გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახაბერ გვანცელაძე: ყველა ბავშვი შემოწმდება და გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში ისინი არ დაიშვებიან საჯარო ბაღებში

15-01-2020

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, დედაქალაქის ბაღებში ყველა ბავშვი შემოწმდება და გრიპის პირველივე სიმპტომის შემთხვევაში არ დაიშვებიან საჯარო ბაღებში. გვანცელაძე განახლებულ სააღმზრდელო პროცესს სამგორის რაიონში, N160 ბაგა-ბაღში გაეცნო.

კახაბერ გვანცელაძის თქმით, ყველა საბავშვო ბაღში დეზინფექცია და გენერალური დასუფთავების სამუშაოები ორი დღის წინ დასრულდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი შემოწმდება და გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში ისინი არ დაიშვებიან საჯარო ბაღებში. სამ საჯარო ბაღში არ განახლდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ტექნიკური მიზეზების გამო", - განაცხადა გვანცელაძემ.

გარდა ამისა, ბაღის შენობებში იმუშავებს ჯანდაცვის კოორდინატორიც, რომელიც გრიპთან დაკავშირებული საფრთხისა და მისგან თავის დაცვის ზომების შესახებ მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. იმ შემთხვევაში კი, თუ ბავშვს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, ბაღში არ დაიშვება.

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930