15-01-2020
პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ცნობილია, ოხანაშვილი ოჯახთან ერთად ვახშმობდა ერთ-ერთ კაფეში, სადაც მას ვახტანგ რობაქიძე დაუპირისპირდა.
ოხანაშვილის თქმით, რობაქიძემ მისი მიმართებით დაიწყო მუქარა და გინება, რაც შეეხება ფაზიკურ შემხებლობას ეს არ მომხდარა, ასევე იურიდულ საკითხთა კომიტრეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს ადამიანი მან პირვლელად ნახა.
„ბავშვებთან, სამ მცირეწლოვანთან და მეუღლესთან ერთად ვიმყოფებოდი კაფეში, რომ გვევახშმა - რა დროსაც ჩემთვის და ჩვენთვის უცნობმა ადამიანმა დაიწყო გინება ჩემი პოლიტკური საქმიანობის მისამართით, ასევე მუქარა ძალიან აგრესიულად ჩემი შვილების და ოჯახის მისამართით. ფიზიკური შემხებლობა არ ყოფილა. პირველად ვნახე ეს ადამიანი.“ - განცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.
ვახტანგ რობაქიძე 2019 წელს ზესტაფონში მერობის კანდიდატი იყო ასევე ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანების „ლელოს“ ამჟამიდელი წევრია.