გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: 2019 წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული

15-01-2020

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადა, რომ 2019 წლის თბილისის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2020 წელს ძირითადი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვას მოხმარდება.

„მუნიციპალიტეტის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2019 წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ბიუჯეტმა პრივატიზაციისა და შემოსავლების ნაწილში დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, წლის ბოლოს მუნიციპალიტეტს გადაჰყვა ნაშთი, რომელიც ახლა ჩვენს 2020 წლის ბიუჯეტს დაემატება და შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 240 მილიონი ლარი. ამას დაემატება, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან გამოყოფილი სესხი დედაქალაქში ახალი, 12-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად, რომლის ოდენობაც დაახლოებით, 260-270 მილიონი ლარია და ამ ორი მთავარი კომპონენტის შედეგად დედაქალაქის 2020 წლის ღონისძიებების და პროგრამების ჯამი აჭარბებს მილიარდ ნახევარ ლარს.

მინდა, მოგილოცოთ. ეს იქნება უპრეცენდენტოდ მნიშვნელოვანი და ეფექტური წელი, განსაკუთრებით თბილისისთვის, რადგან ყველაზე დიდი რესურსი თბილისის ისტორიაში 2020 წელს დაიხარჯება ჩვენი დედაქალაქისთვის და მისი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930