გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების თემაზე სამუშაო შეხვედრას გიორგი ხანიშვილი დაესწრო

15-01-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების ეროვნული სისტემის შესახებ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე სანერგე მეურნეობების ეროვნული სერტიფიცირების სისტემა და კონტროლის მექანიზმები განიხილეს და ეროვნული სერტიფიცირების სქემასა და სანერგე მეურნეობების კვალიფიკაციის საკითხებზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სახელმწიფოს სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტს „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30