გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე - EBRD და ADB არ ენდნენ მამუკა ხაზარაძეს

15-01-2020

„ADB-M ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2 მილიარდ აშშ დოლარი გამოყო. ამის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძეს EBRD-ს მსგავსად არც ADB-ი ენდო“ - აცხადებს ექსპერტი საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.

ექსპერტი მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას - ქვეშეთი-კობის გზით რუსეთისთვის ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობის მიცემის შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ განცხადებას თემის აბსურდულობასთან ერთად ერთ საინტერესო ფაქტთან მივყავართ.

მისი თქმით, ხაზარაძის შეფასებების მიხედვით გამოდის, რომ ამ პროექტის, რომლის მთლიანი ღირებულება 558 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, მხარდამჭერ და თანადამფინანსებელ საქართველოს მთავრობასთან ერთად ორი უმსხვილესი საერთაშორისო ბანკი-ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD და აზიის განვითარების ბანკიც (ADB) რუსეთის ინტერესებს ატარებენ. ანუ ისინიც, ქართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ!

„რაც არანაკლებ საინტერესოა, ეს ორი ბანკი არის არა მხოლოდ „თი ბი სი ბანკის“ პარტნიორი და აქციონერი ბანკები. ისინი წარმოადგენენ იმ 4 ბანკს -ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC), აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), რომლებიც ანაკლიის კონსორციუმის მიერ ინვესტორებად იყო შემოთავაზებული და რომლებსაც წლების განმავლობაში, დიდი წვლილი შექონდათ და დღესაც შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

ქვეშეთი-კობის გზის პროექტი კი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში. აღნიშნული დერეფანი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და მთლიანად რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის. აღნიშნული დერეფანი ასევე იკვეთება დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან და რაც მთავარია, უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად. ახალი 23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა უფრო უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს და გადამზიდავებს, რითაც ხელს შეუწყობს ამ მეტად მნიშვნელოვანი და სტრატეგიული რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურისტული პოტენციალის გაზრდას.

მაგრამ მამუკა ხაძარაძის ზღაპრებს თავიც რომ დავანებოთ, მთავარი შეკითხვა ის არის, თუ რატომ ვერ შეძლო კონსორციუმმა წამყვან საერთაშორისო საფინასო ორგანიზაციებთან მოლაპარაკება ისე წარემართა, რომ მიეღო გარანტია პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის საჭირო თანხის - 400 მილიონ დოლარიანი სესხის მისაღებად, ისე რომ რისკების დაზღვევა სახელმწიფოსთვის არ აეკიდა? პირადპირ მთავრობისგან ითხოვდა ბანკებთან შეამავლობას. აქ ვგულისხმობ, როგორც თვირთბრუნვის რისკის დაზღვევას, ისე BOT კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში 400 მლნ დოლარის სესხის სახელმწიფო მიერ დაფარვის ცალსახა მოთხოვნას. ეს ხომ სატენდეტრო პირობიდან გამომდინარე, მთლიანად კონსორციუმის, როგორც კერძო სტრუქტურის მოსაგვარებელი საკითხი იყო? თავის მოსაგვრელ საკითხს პირდაპირ სახელმწიფოს კიდებდა ტვირთად. „შენ უთხარი EBRD-ს, 400 მილიონი სესხი მომცეს. მერე პორტის მშენებლობისთვის 50 მილიოს გამოვიყენებო. თუ მერე ტვირთი ვერ მოვიტანე, მერე სახელმწიფომ გაისტუმროს ეს სესხიო"-ეს რას ნიშნავს? რომელ ლოგიკაში ჯდება ეს? ვერ დაარწმუნა და არ დაიჯერა EBRD-მა ხაზარაძის ზღაპრები. ეს ყველაფერი მიტომაც ხომ არა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, 2016 წლიდან მიმდინარე წლის დასაწყისში კონტრაქტის გაწყვეტამდე, კონსორციუმმა უბრალოდ საკუთარი კაპიტალიც კი ვერც შეავსო, რაც მინიმუმ 120 მლნ აშშ დოლარის მობილიზებას უზრუნველყოფდა?

ხაზარაძის ამ კონსპიროლოგიას თავი რომ დავანებოთ, და ეს საკითხი წმინდა ეკონომიკური მომგებიანობის კუთხით განვიხილოთ. როდესაც აზიის განვითარების ბანკზეა საუბარი, ADB-მ გასულ წელს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი გრძელვადიანი სტრატეგია დაამტკიცა. ADB-ის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული სუვერენული სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რასაც სხვა პარტნიორებისგან თანადაფინანსების სახით მობილიზებული ფულადი სახსრებიც დაემატება. თანადაფინანსებაში კი მოიაზრება მთავრობის სამი მთავარი პროექტიც: აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება. ეს ის ADB-ია, რომელიც მამუკა ხაზარძეს არ ენდო. მოდით ვთქვათ, პირდაპირ. არ ენდო მამუკა ხაზარაძეს და მორჩა! რატომ? იმიტომ რომ არ ქონდა მისგან შესაბამისი დასაბუთება და გარანტიები.

EBRD და ADB არ ენდნენ მამუკა ხაზარაძეს და დიდი წერტილი!
მიმაჩნია, რომ საგზაო პროექტი უნდა ჩაითვალოს ბოლო ათწლეულში მეორე უმსხვილეს საერთაშორისო საინვესტიციო პროექტად, ენერგოკომპანია BP-ს მიერ 2014-2018 წლებში, სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტის (SCP) შემდეგ. ჯამში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდა, რაც ამ წლებში ეკონომიკური ზრდის მნიშნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო.
გარდა ამისა, ეს არის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიმართულია საქართველოს, როგორც რეგიონალური წამყვანი ცენტრის, მისი ბუნებრივი ისტორიული ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით. ერთის მხრივ, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრების გახსნით და მეორეს მხრივ, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის დერეფნების გაზრდით -შავი ზღვისა და ევროპის მიმართულებით” - წერს გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930