გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა  სამგრელოში უაქციზო თამბაქოს გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

16-01-2020

ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის  მონიტორინგის  სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში გატარებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 11400 ღერი) გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30