გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: სამწუხაროდ, საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ისევ ჯიუტად CRRC-ის ატარებინებს კვლევებს

16-01-2020

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას მმართველი გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება.

მდინარაძის თქმით, CRRC -ის მიერ ჩატარებული კვლევები არის ტენდენციური.

მდინარაძე ასვე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას", რომ არ ჰქონდეს გაცილებით მაღალი რეიტინგი - „ნაციონალურ მოძრაობას" გადაიყვანდნენ პირველ ადგილზე

„ისევ CRRC -ის მიერ ჩატარებული კვლევები, რაც ტენდენციური მასთან მიმართებით ახალი არ არის. შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად, 2016 წლის მარტის კვლევა, სადაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 15 პროცენტი. მაშინ „ქართულმა ოცნებამ" აიღო 49 პროცენტი და თუ გამოვალთ შესაბამისი ლოგიკიდან, გამოდის, რომ დღევანდელი მონაცემით, 2020- ში 60 პროცენტზე მეტს აიღებს „ქართული ოცნება". ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ შეიძლება ნამდვილად ასე მოხდეს. სამწუხაროდ, საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ისევ ჯიუტად CRRC-ის ატარებინებს კვლევებს.

რამდენად სანდოა ეს კვლევა, განსაზღვროს საზოგადოებამ. სერიოზულად ამ კვლევის დეტალებზე არ შეიძლება საუბარი. წარმოიდგინეთ რას უზამდნენ კალაძეს, მას რომ არ ჰქონდეს მაღალი რეიტინგი, წარმოიდგინეთ რას უზამდნენ „ქართულ ოცნებას", რომ არ ჰქონდეს გაცილებით მაღალი რეიტინგი - „ნაციონალურ მოძრაობას" გადაიყვანდნენ პირველ ადგილზე. უბრალოდ, რეალურ რეიტინგებს ვერაფერს უხერხებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30