გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების შესახებ ინფორმაცია პარლამენტში წარადგინეს

16-01-2020

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვანია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით როდესაც საქმე ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას ეხება. სუს-ის მხრიდან ცალსახად გაესვა ხაზი ოკუპაციის პირობებში, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ პოლიტიკური პროცესების არალეგიტიმურობას.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების ვითარება, სადაც აქცენტი უსაფრთხოების სტაბილური გარემოს მნიშვნელობაზე გაკეთდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930