გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყალბი მართვის მოწმობის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

17-01-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 აშშ დოლარის საფასურად გაასაღა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობები. ასევე, მართვის მოწმობების მიღებასთან დაკავშირებული ყალბი საგამოცდო ბარათები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930