გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: „ ირაკლი შოთაძის მიმართ განსაკუთრებული მიუღებლობა აქვს ნაციონალურ მოძრაობას“

17-01-2020

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პირველი TV-ის გადაცემაში „დიანა ტრაპაიძის დღის ამბები“ განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძის მიმართ განსაკუთრებული მიუღებლობა აქვს ნაციონალურ მოძრაობას.

„არ ვიცი, გარკვეული შიში ამოძრავებთ მათ თუ ცუდი მოგონებები ირაკლი შოთაძესთან მიმართებაში. სწორედ შოთაძის მთავარი პროკურორობის დროს იქნა გამოძიებული უმეტესი საქმე, სადაც დამნაშავე სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრები და ლიდერები იყვნენ. მისი მთავარი პროკურორობის დროს გაიხსნა რობაქიძის, 26 მაისის საქმეები, იმედის ტელეკომპანია იმედში შეჭრა და დარბევა. გირგვლიანის საქმის გამოძიება დასრულდა შოთაძის მთავარი პროკურორობის დროს, ეს მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას რა მოწონს და რა არ მოწონს, აგონიაშია ეს ხალხი იმდენად დაუძლეველი წინააღმდეგობა გააჩნია ამ პიროვნების მიმართ და სწორედ იმიტომაც, რომ ეს პიროვნება ძალიან კარგად ასრულებდა თავის მოვალეობებს კანონის ზედმიწევნით ცოდნით და მაღალი პროფესიონალიზმით“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება ხორავას ქუჩის საქმეს, მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძე მოიქცა როგორც მაღალი პროფესიონალი და მაღალი მორალის მქონე ადამიანი.

„მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, მთავარი პროკურორი გადადგა. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არა მხოლოდ მისი, როგორც ქვეყნის პირველ ბრალმდებლის მაღალპროფესიულ მხარეს უსვამს ხაზს, ამავდროულად, მის პიროვნულ ხასიათზე მეტყველებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ეს არის ის კანდიდატურა, რომელსაც მხარს დაუჭერს მისი მოღვაწეობიდან და მისი პროფესიონალიზმიდან, მის მიერ კანონის ზედმიწევნით დაცვით დასრულებული საქმეებიდან გამომდინარე.

„ხორავას ქუჩის საკითხი მეტყველებს იმაზე, რომ ირაკლი შოთაძეს აქვს პასუხისმგებლობა და იცის, რომ სკამი და თანამდებობა არ არის მთავარი. მთავარი არის სამშობლოს სიყვარული და მთავარი არის საზოგადოება. შოთაძე გადადგა და გამოძიება დასრულდა სხვა მთავარი პროკურორის პირობებში,. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930